shaqrobabua

დათო ტურაშვილი - არის ასეთი ქალაქი / ხაშურის სევდა


9.9

გაზიარება:

საქართველოს შუაგულში, ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს, ორი ქალაქი მდებარეობს: ხაშური და ჭიათურა. რა ვიცით მათ შესახებ? ალბათ, ბევრი არაფერი. თუმცა, ამის გამოსწორება დათო ტურაშვილის იუმორითა და სევდით ერთნაირად სავსე ორი პიესით შეიძლება.

 

ჭიათურა და ამერიკიდან ჩამოსული კომერსანტი ჰარიმანი; ჭიათურის ჩოგბურთის ჩემპიონატები, აკაკი წერეთელიც რომ ესწრებოდა; ჭიათურაში მასწავლებლად მომუშავე ოლია ოკუჯავას სკოლის წინ მომლოდინე გალაკტიონი; 1924 წელს აჯანყებული მაღაროელები; ჭიათურის თეატრი და მის სცენაზე მოცეკვავე ეთერ ფაღავა და ვახტანგ ჭაბუკიანი; ბაგირგზების შესასწავლად ჩინეთიდან ჩამოსული ვინმე ვან ში ხუა... 

 

ხაშური და მთავარმმართებელი დონდუკოვი, ხაშურში ნავსადგურის აშენება რომ გადაწყვიტა; 1937 წელს დახვრეტილი, ცნობილი მენშევიკი ნიკიფორე იმნაიშვილი, რომელიც ხაშურის გიმნაზიაში ასწავლიდა და 1918 წელს თავისი მოსწავლეები გაკვეთილიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე წაიყვანა; გიორგი გურჯიევის მიერ გახსნილი თეატრი და მაღაზია ხაშურში; ხაშურის ჯინსების ფაბრიკა... − ეს იმ ნაკლებად ცნობილი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც პიესებში ვიპოვით.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.9
ნანახია
1482