ზურაბ ცხონდია - გრანელის სევდა და სხვა


15

„ვერა და ვერ გავითავისეთ ის ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს შენი პირადი ბედნიერება შენი ხალხის კეთილდღეობის გარეშე“, – აი ასეთ კრიტიკულ (უფრო – თვითკრიტიკულ!), სამწუხარო სიმართლის მღაღადებელ ფრაზას ამოიკითხავთ ამ წიგნში. ბატონ ზურაბ ცხონდიას, მის ავტორს, პირადად ვიცნობდი. მასთან საუბრების შემდეგ უჩვეულოდ სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, რისი მიზეზი შესაძლოა ეს იყო: მაშინაც კი, როცა გეკამათებოდა, გრძნობდი – შენ წინაშე იდგა არა მოწინააღმდეგე, არამედ თანამგზავრი ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე. ჩემი აზრით, სწორედ ეს ჰმატებდა ამ ინტერესმრავალ პიროვნებას, ღრმააზროვანი საუბრების დიდოსტატს, არაჩვეულებრივ მომხიბვლელობას. ასეთი ადამიანის – ქვეყნის ბედზე მოფიქრალის, გონიერი დამკვირვებლის, ნიჭიერი მთხრობელის – ყოველი ჩანაწერი, ყოველი მოსაზრება მართლაც რომ ძვირფასია და გულთან მისატანი. ამ წიგნიდან ისიც კარგად ჩანს, რა ბედნიერებაა ამგვარი კაცის ყოლა ნებისმიერი ქალაქისათვის”▪️ლევან ბრეგაძე

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
15
ნანახია
5