დიანა ანფიმიადი – საკვანძო სიტყვა – ფერეიდანი
10.9
? რა შეიძლება ვიცოდეთ ზოგადად ფერეიდნისა და ფერეიდნელების შესახებ? ალბათ, მშრალი, ფაქტობრივი ინფორმაცია – XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას პირველმა ათასობით ქართველი ფერეიდანის პროვინციაში ჩაასახლა. მათ, ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში, მშობლიური ენა შეინარჩუნეს და მათი დიდი ნაწილი დღესაც მეტყველებს ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტზე.
? რა ეცოდინება მკითხველს დიანა ანფიმიადის წიგნის წაკითხვის შემდეგ? – ის, რაც ფაქტობრივი მონაცემების მიღმაა: კონკრეტული ადამიანების, მათი ტკივილისა და სიხარულის, ოცნებების ამბები. მათი ბრძოლა იდენტობის შენარჩუნებისთვის, რომლის მთავარ და დაუმარცხებელ იარაღადაც ენა ქცეულა. მათი „გულის ცრემლი“ – შორეული, ცისარტყელას მიღმა არსებული სამშობლოც სწორედ ამ ენაში დააბინავეს და ისე შემოინახეს. წიგნის ავტორი კი, რომლის წინაპრებმაც – პონტოელმა ბერძნებმა – ასევე გამოსცადეს იძულებითი მიგრაცია, პირადი გამოცდილებისა და მოგონებების წიგნში ჩართვით კიდევ უფრო საინტერესოსა და ემოციურს ხდის მას.
⬜ „საკვანძო სიტყვა – ფერეიდანი“ მხოლოდ წიგნი არ არის, ეს გზაა, რომლითაც ფერეიდნელები ჩვენთან ბრუნდებიან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რა არის მთავარი, რას უნდა გავუფრთხილდეთ და რა არ უნდა დაგვავიწყდეს.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 10.9
- ნანახია
- 1133