shaqrobabua

ვლადიმირ სოროკინი - ქარბუქი


19.5

გაზიარება:

ვლადიმირ სოროკინის „ქარბუქი“ პოსტმოდერნისტული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი ქარბუქია. იგი სუბიექტიცაა და ობიექტიც, სცენაც და დეკორაციაც.

 

ექიმმა გარინმა როგორმე უნდა ჩააღწიოს და ჩაიტანოს ვაქცინა სოფელ დოლგოეში, სადაც შავჟამიანობა მძვინვარებს. თუ სნეულებს არ აცრის, ეპიდემია მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ადამიანებს ზომბებად აქცევს. გზა რთულია – ქარბუქი ბობოქრობს, სტიქია, როგორც ადამიანთა ბედის განმსაზღვრელი. ეს არის მეტაფიზიკური მოგზაურობა იქ, სადაც უძრაობაა, დრო კი გაყინული.

 

რომანი სტილიზებულია მეცხრამეტე საუკუნის ლექსიკით. კითხვისას თანდათან ცხადდება, რომ მოქმედება წარსულში კი არ ხდება, არამედ მომავალში.

 

ვლადიმირ სოროკინი მრავალი რომანისა და პიესის ავტორია, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი წიგნები საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ 2002 წელს კიდევ ერთხელ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე. წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს.

 

რომანი რუსულიდან თარგმნა სერგო წურწუმიამ.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.5
ნანახია
1331