shaqrobabua

ვაჟა-ფშაველა - ალუდა ქეთელაური


14.9

გაზიარება:

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ვაჟკაცობისა და პიროვნული ღირსების ამბავს გვიამბობს. ალუდა ქეთელაურის სახელი მთელ ხევსურეთშია განთქმული, ბავშვმაც კი იცის მისი სიმამაცისა და სიქველის შესახებ. იგი არაერთხელ გამოსარჩლებია თავის თანასოფლელებს. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას იგი შეეტოქება ქისტ მუცალს, რომლის გაუტეხლობა და ვაჟკაცობაც, მტრობის მიუხედავად, ალუდას აღტაცებას გამოიწვევს. ამ ბრძოლაში ალუდა იმარჯვებს, თუმცა მუცალისთვის ქრისტიანული პატივის მიგებას გადაწყვეტს და ამ განზრახვას თანასოფლელებსაც გაანდობს.

 

 

მთაში ვაჟკაცობის ფასი კი იციან, მაგრამ ტრადიციები უმთავრესია. ერთ-ერთი ტრადიციით კი, შეუძლებელია სხვა რჯულის მტერს ქრისტიანულად აუგო წესი. ალუდა მუცალის ღირსებას იცავს, სოფელი თავის წესს და ადათს. ვინ გაიმარჯვებს ამ ძნელ ბრძოლაში?

 

 

ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა

ილუსტრატორი: სოფო კირთაძე

გაზიარება 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.9
ნანახია
1627