shaqrobabua

ხალიდ ჰოსეინი - მთებმა მთებს უთხრეს


21.9 14.2

გაზიარება:

ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა

 

„მთებმა მთებს უთხრეს“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის 2013 წელს გამოცემული რომანია, რომელსაც კონტრასტების წიგნიც შეიძლება ეწოდოს. მისი სიუჟეტი ამჯერად სცდება ავღანეთსა და ამერიკას, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და ცდილობს აჩვენოს ადამიანის წინააღმდეგობრივი სახე, ორი ბუნება. 

 

ხალიდ ჰოსეინი მრავალრიცხოვან პერსონაჟებთან ერთად 21-ე საუკუნის ჭრელ, თუმცა ზუსტ სურათს ხატავს. ოჯახის წევრებს შორის პაექრობა, ახალი ურთიერთობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა და მათზე მზუნველთა ყოფა, ლტოლვილთა, ემიგრანტთა და მოგზაურთა ისტორიები – ეს და სხვა აქტუალური თემები, დრამატული ამბები რომანს სულმოუთქმელად საკითხავ წიგნად აქცევს.

 

ხალიდ ჰოსეინის „მთებმა მთებს უთხრეს“ დიდ ადამიანურ დანაკარგსა და მისი ამოვსების რთულ გზას აღწერს და თანამედროვე ადამიანის ვნებებზე, ინტერესებსა და ბედზე გვიყვება.

ფასი
14.2
ძველი ფასი
21.9
ნანახია
1611