shaqrobabua

ნობელიანტების ლექციები - ლიტერატურა 1901-2018


49.95

გაზიარება:

10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი.

 

შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.

 

ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი. ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის.

 

ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2018 წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.

 

უილიამ ფოლკნერი

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
49.95
ნანახია
1309