shaqrobabua

ნუგზარ ზაზანაშვილი - მექანიკური როიალი


12.95

გაზიარება:

ნუგზარ ზაზანაშვილი - პოეტი, ესეისტი, ეკოლოგი - დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით; პარალელურად იქვე გაიარა  ხელოვნებათმცოდნეობის ორწლიანი კურსი. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები - 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია, „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ წიგნში „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია: 1990-2004“ („Link“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015). ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც.

გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
12.95
ნანახია
1306