shaqrobabua

თბილისის თვითმმართველობა 1875 - 1917 წლებში


45.9

გაზიარება:

„კატალოგში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, საარჩევნო პერიოდების გათვალისწინებით გაშუქებულია თბილისის მმართველობის ისტორია ჯერ კიდევ XI ს–დან, როდესაც თბილისი
დამოუკიდებელ „ქალაქ–კომუნად“, „ქალაქ–რესპუბლიკად“ ჩამოყალიბდა; განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იმ ისტორიულ პროცესებს, რომლებმაც 1875 წ. 1 იანვრიდან განაპირობა
თბილისში თვითმმართველობის შემოღება, 1917 წ. ივნისიდან კი - მისი რეორგანიზაცია, ე.წ. აღმასრულებელი კომიტეტის შექმნა, რითაც დამთავრდა ერთი დიდი პერიოდი თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში.
 

კატალოგში ნაჩვენებია თბილისის თვითმმართველობის მიერ ქალაქის განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევა კომუნალური მეურნეობის (წყალმომარაგება, განათება, ქუჩებისა და
მოედნების მოკირწყვლა, ტრანსპორტი და სხვა), ჯანმრთელობის დაცვის და სანიტარული დასუფთავების, განათლებისა და კულტურის სფეროებში; პუბლიკაციაში ასევე ასახულია
თვითმმართველობის ზრუნვა თბილისის ტერიტორიულ გაფართოებაზე, მის განაშენიანებასა და ქალაქის ფინანსების ზრდაზე“.

გამომცემლობა
ეროვნული მუზეუმი
ფასი
45.9
ნანახია
1372