shaqrobabua

ინგმარ ბერგმანი - სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან


19.9

გაზიარება:

„ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭა.

 

ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდანშემოდგომის სონატაპირისპირ და გველის კვერცხი, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად.

 

როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარებიეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობებიტექსტებიდაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ.

 

ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით - სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდესორიგინალში როცა არ კითხულობთავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაშიბოლოს და ბოლოსეს პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაფორმისა და განწყობილების ცვლილებაწინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავსბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენამაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობსთარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას დარაც მთავარიაუნიკალურობას. 

 

 

ეს არის მთავარი მაია ფანჯიკიძისა და მზია გალდავაძის მიერ თარგმნილ  ტექსტებში, რომლებიც ამ წიგნში შევიდა - კინემატოგრაფიული სახიერება და ისეთი რიტმი, რომელმაც ბერგმანის სიტყვა-სახეებში შეღწევის, მათი ჭვრეტის საშუალება უნდა მისცეს მკითხველს.

გამომცემლობა
გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი
ფასი
19.9
ნანახია
1228