shaqrobabua

გაბრიელ გარსია მარკესი - პატრიარქის შემოდგომა


32.9

გაზიარება:

 

„პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა. 

 

გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი. 

 

გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“, – დათო გორგილაძე

 

ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა

ფასი
32.9
ნანახია
3679