shaqrobabua

მარიამ წიკლაური - რისკჯგუფი


9.9 4.5

გაზიარება:

რას იპოვის მკითხველი მარიამ წიკლაურის ახალ პოეტურ კრებულში? პირველ რიგში, მრავალფეროვნებასა და გულწრფელობას − მრავალფეროვანია სალექსო ფორმა, რიტმი და რითმა, „მრავალხმიანი“ და ყოვლისმომცველია თემატიკაც: ლირიკული ლექსების გვერდით, სოციალურად და პოლიტიკურად მწვავე საკითხებზე, იმ ქვეყანაზე დაწერილი ლექსები, „სხვა სამშობლოდ“ რომ ქცეულა.

 

„...სულ სხვა სამშობლოდ, რომელსაც ვეღარც იცნობ −

უცხო ქვეყანა − თავის შვილების მკვლელი.“

 

იპოვის პოეტ მარიამ წიკლაურს, ხან აღტაცებულს, ხან გაბრაზებულს, შეშინებულსაც და დარდიანსაც, ირონიულსაც და თვითირონიულსაც:

 

„მერე დავბეჭდავ დაგვიანებულ და მაჩანჩალა

ცხოვრებას ჩემსას,

რომ ვერ დაემთხვა ვერასოდეს,

დროს, კონტექსტს, ჩემს თავს...“

 

სხვა პოეტების ძებნაც მოუწევს მკითხველს, დევებს რომ აუღიათ მათი „აღე“ და დევებში უნდა ამოიცნოს:

 

„დევხარანას ხომ, ბაჭიჭაურის ჩამომავალს, ვერ გადურჩები:

მისია ყველა სივრცე და დრო, რასაც ხედავ თუ ვერცა ხედავ,

ყველგან ჩამდგარა,

ყველაფერი შემოუღობავს...“

 

იპოვის ოკაზიონალიზმებით მდიდარ ლექსიკას, მითოსურ სახეებს, პოეტის ენას, როგორც შეგრძნებებისა და ემოციების სრულყოფილად გამომხატველ, ჭრელ, მაგრამ ერთიან ქსოვილს − კარგი პოეზიისთვის დამახასიათებელ, აუცილებელ ნიშანს.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
4.5
ძველი ფასი
9.9
ნანახია
1161