shaqrobabua

ბერი ერმოლაოსი - სიყვარული სიცოცხლეა


9

გაზიარება:

მე არ ვარ პოეტი, რომ ახალ-ახალი რითმებისმუსიკით გაგაოცოთ, არც მწერალი ვარ, რომ სიუჟეტების სიმრავლით და სიტყვის მხატვრულობით განუგეშოთ, არც ფილოსოფოსი ვარ, რომ აზრთა ხლართვებით გაგართოთ. სამწუხაროდ, არც ისე მამაცი ვარ, რომ რასაც ვფიქრობ, ყველაფერი გითხრათ, მით უმეტეს, უსაშველოდ შორსა ვარ ისეთი სიწმიდისგან, რომ ჩემი ნაფიქრალი ღვთიურის ნაწილად მივიჩნიო და მისთვის თავი დავდო.

 

მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, გაგიზიაროთ ჩემი სიხარული უფალთან ათწლიანი ურთიერთობის სიხარული, გაგაგებინოთ ჩემი მწირი სულიერი გამოცდილების მთავარი შედეგი თავდადებული სიყვარულია ადამიანის ბედნიერების ერთადერთი საშუალება. რა თქმა უნდა, ეს თქვენ, ყველამ, უჩემოდაც იცით, მაგრამ ვიფიქრე, სიყვარულის მაცოცხლებელი ძალის კონკრეტული გამოვლინების გაცნობა არ იქნებოდა თქვენთვის ზედმეტი. მე მხოლოდ სიყვარულზე გესაუბრებით, მის ძალას, მშვენიერებასა და ღვთიურობას გიმოწმებთ.

 

ბერი ერმოლაოსი

 

გამოყენებულია ბერი ერმოლაოსისა და ბუბა კუდავას ფოტოები.

 

რედაქტორ-შემდგენელი ნატო გორდელაძე

დამკაბადონებელი ლიკა სხირტლაძე

გარეკანის დიზაინერი ილია ხელაია

 

ფასი
9
ნანახია
1571