ნობელიანტები ყველა ქვეყნისა. მწერლები 118 ამბავი
9.9
სერიის მე-60 წიგნი
ნობელიანტების შესახებ დაწერილმა წიგნებმა აპრობაცია უკვე გაიარეს: „თან საკითხავის“ სერიაში წარმატებული გამოდგა ამბები მსოფლიოს ფიზიკოსებზე, ამბები რუს მწერლებზე. ახლა კი გთავაზობთ ერთად აკინძულ 118 ამბავს. კომპოზიცია ასეთია: 1901-2021 წლებში, ანუ დღემდე გაიცა 118 ნობელის პრემია ლიტერატურაში!
ნობელიანტებს მკითხველი საზოგადოება არაერთგვაროვნად აღიქვამს: აღტაცებით, გულგრილად, გაოგნებით... ზოგი უყვართ, ზოგს არ იწონებენ. იქნებ ეს დაკვირვება უფრო სწორი იყოს – `მოეშვით შვედებს! – ბოლოს და ბოლოს, ეს დინამიტი მათია და, სადაც უნდათ იქ ააფეთქებენ?“ (ტარიელ ჭანტურია).
ისე კი საინტერესოა: რა უფლებები აქვთ გენიოსებს; ორი სიტყვით მეტის დაწერა ჯობია თუ ერთი სიტყვით ნაკლების; სიმღერა უფრო უსაფრთხოა თუ ლაპარაკი; სარკაზმს და იუმორს რამდენად აიტანს ლიტერატურა?!.
შეადგინა კახმეგ კუდავამ
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 9.9
- ნანახია
- 1786