shaqrobabua

ალექსანდრე ქოქოსაძე - ამინდის პროგნოზი


7.9

გაზიარება:

 ეს ერთგვარი ქაოსია ჩვენ გარშემო და ის მუდმივად იქცევს ყურადღებას. მრავალფეროვნება, რომელსაც თანამედროვე სამყარო სხვადასხვა გამღიზიანებლის საშუალებით გვთავაზობს – გასაოცარია. საკმარისია, უბრალოდ შევძლოთ მათზე რეაგირება. საკუთარი თავის აღმოჩენა მსგავს გარემოში ხელმეორედ დაბადებას ჰგავს. საკმაოდ როკ-სტარულია იმის რწმენა, რომ ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნის. ნებისმიერი დაყოფა ილუზორულია. ჩვენ ერთად და ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, ხელი ხელს ბანს და ეს პატივისცემაა. გარემო მუდმივად გეუბნება, რომ რაღაცას არ იმსახურებ ან იმისთვის, რომ დაიმსახურო უნდა დათმო – დათმო ყველაფერი ყველაფრისთვის ან არაფრისთვის. წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავს არ დათმობების მცდელობებს აერთიანებს.

ქაოსში მოგზაურთათვის ნამდვილი ჯილდოა ამინდის ისეთი მუდმივი ცვალებადობა, როგორც ეს ალექსანდრე ქოქოსაძის ლექსებშია. ენერგეტიკულ კოსმოსში მოხეტიალე პარაზიტებს ხან თქეში წვიმა აშინებთ, ხან გოლგოთის აღმართზე ჩამონტაჟებული ლიფტი, ხან სუპერგმირის ხმალზე არეკლილი მზის სხივი და ხანაც პოეტის თავზე ხელაღებული ქმედება – მცდელობა, გააქროს დროითი განზომილებები. აქ დროის და სივრცის წრფივი ღერძები არ იკვეთება დადგენილ წელთაღრიცხვებში, პოეტის აწმყოს არ აქვს ათვლის წერტილი, ის არის მუდმივა, სადაც აპოლონი იმავე რეალობაში ცხოვრობს, სადაც კაფეში „ხურმა“ ადამიანები სალათს მიირთმევენ.

ფასი
7.9
ნანახია
1032