დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, დაიბადა 1963 წელს გორში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თსუ გეოინფორმაციული სისტემების და დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და გეოლოგიურ ინსტიტუტებში, ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. ამჟამად არის გეოინფორმაციული სისტემების კომპანია „სკაფისის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
20-წლიანი პედაგოგიური სტაჟის მეცნიერს, სამეცნიერო ნაშრომების გარდა, გამოცემული აქვს გეომორფოლოგიური ლექსიკონი (თანაავტორებთან ერთად, 1996), „გამოყენებითი კარტოგრაფიის საფუძვლები გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტებისათვის“ (2011, 2013); არის გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი.