shaqrobabua

არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა - ქეთოს და აჩოს ფორმულა 51


34.9 22.7

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 212

გამოცემის წელი: 2021

 

უკვე ორ წელიწადზე მეტია, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დილის ეთერის გაგემრიელება გვანდო და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენთვის საყვარელ, ძალიან საინტერესო და სახლის პირობებში ადვილად მოსამზადებელ კერძებს თუ დესერტებს ვუზიარებდით მაყურებელს.

 

უსაზღვროდ საინტერესო ისაა, რომ პირდაპირი ეთერი ცოცხალი ორგანიზმია, არასოდეს იცი ზუსტად რამდენი დრო გაქვს მოსამზადებლად და როგორც წესი, მუდმივ ტონუსში ხარ, შესაბამისად, რეცეპტებიც ამ რეალობასაა მორგებული – მალ-მალე, ადვილად მოსამზადებელი და უდავოდ ძალიან გემრიელი!

 

ექსპერიმენტულმა კულინარიულმა თავგადასავალმა ძალიან გაამართლა და ყველა კერძი ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა იმ რეცეპტების კრებული, რომელიც დილის ეთერში მომზადდა! საბოლოოდ შევარჩიეთ 51 კერძის უნიკალური ფორმულა და გიზიარებთ ფოტოებთან ერთად.

 

ჩვენი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, სადაც სურათებში მთავარი აქცენტი კერძებზე კეთდებოდა, ახლა ობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანები მოვახვედრეთ, მათი ნამდვილი ემოციებითა და გულწრფელი გამომეტყველებით, და, რაც მთავარია, ეს ფოტოები, არც მეტი, არც ნაკლები – მობილური ტელეფონით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ მთავარია იდეის გჯეროდეს და შედეგზე ნებისმიერ შემთხვევაში გახვალ!

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
22.7
ძველი ფასი
34.9
ნანახია
1450