shaqrobabua

ვაჟა-ფშაველა - ბახტრიონი


15.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 48

გამოცემის წელი: 2022

გრაფიკული ვერსია

ბახტრიონი

ვაჟა-ფშაველა

ISBN: ინფორმაცია არ არის

კატეგორია: ქართული კლასიკური ლიტერატურის გრაფიკული ვერსიები

გვერდები: ინფორმაცია არ არის

ფორმატი: ინფორმაცია არ არის

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

ფასი: 0.00 

ბახტრიონის ციხე კახეთში მდებარეობს და მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა უკავშირდება. სწორედ აქ, 1659 წელს, დიდი აჯანყება მოხდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეს მხარე ირანელებს ეპყრათ და მათი ჯარის ნაწილი ბახტრიონის ციხეში იყო გამაგრებული. მათ აუჯანყდნენ კახელები, რომლებსაც ამ ბრძოლაში თუშები, ფშავლები და ხევსურები ეხმარებოდნენ. აჯანყების მეთაურები იყვნენ – ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. განრისხებულმა შაჰმა ისინი სასტიკი წამებით დასაჯა.

 

ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა ამ ისტორიულ ეპიზოდს ეძღვნება. თავისუფლების ჟინით ანთებულ მეომრებს ქალიც უერთდება, თუმცა მისი საიდუმლო მხოლოდ ერთმა თანამებრძოლმა – კვირიამ იცის.

 

ლაშქარი აჯანყების გეგმას ადგენს, იერიშისთვის ემზადება, ყველაფერი გათვლილი და აწონილია, თუმცა მოულოდნელად ბახტრიონის ციხის კარი შიგნიდან იღება!.. ვინ ჩაიფიქრა ეს უცნაური გეგმა და რით დასრულდება ბახტრიონის აჯანყება?

 

ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა

ილუსტრატორი სოფო კირთაძე

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
15.9
ნანახია
1196