shaqrobabua

სერგი რუდენკო - ზელენსკი უგრიმოდ


29

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 272

გამოცემის წელი: 2022

მთარგმნელი: დავით კაკაბაძე

ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის, სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ბიოგრაფიაა. წიგნის ავტორი უაღრესად საინტერესოდ, გულახდილად გვიყვება ხელისუფლების სათავეში პოლიტიკისგან თითქოს შორს მდგომი ადამიანის მოსვლის ამბავს, მოგვითხრობს არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის 2019 წლის ტრიუმფზე, არამედ მის არაერთ მარცხზეც. ეს არის ამბავი ადამიანისა, რომელიც ყოველგვარი სათანადო გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე, უკრაინელებს ქვეყნის შეცვლას დაჰპირდა; კაცი, რომელსაც 13,5 მილიონი ამომრჩეველი ენდო და რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ნდობის მოპოვებასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც. ესაა წიგნი ადამიანზე, რომელმაც რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის გამოწვევა მიიღო და ამ რთულ დროს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გახდა.

გამომცემლობა
სიესტა
ფასი
29
ნანახია
133