shaqrobabua

იუვალ ნოახ ჰარარი - 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის


19.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 450

გამოცემის წელი: 2022

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსმა“ კაცობრიობის წარსულში ჩაგვახედა, „ჰომო დეუსმა“ კი ღმერთებად ქცევის პერსპექტივა დაგვისახა. ავტორი თავის მესამე ბესტსელერში – „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“ – აწმყოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიმოიხილავს: რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები? როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს? რატომ ვერ შეძლებს ნაციონალიზმი ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც გლობალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებაა? რატომ განიცდის კრიზისს ლიბერალური დემოკრატია? ახალი მსოფლიო ომი ხომ არ ახლოვდება? უსარგებლო ინფორმაციით წალეკილ სამყაროში სიცხადის არსებობა ძალას გვძენს. წიგნში თანამედროვეობის რთული პრობლემები მკაფიოდ და გასაგებადაა განხილული; ავტორის მიზანია, მკითხველს მეტი ფიქრისკენ უბიძგოს და ჩვენი დროის მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი აღუძრას.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
19.9
ნანახია
115