shaqrobabua

ვაჟა-ფშაველა 156 ამბავი


15

გაზიარება:

ვაჟა-ფშაველა იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა პიროვნებისა და შემოქმედებისადმი ინტერესიც დროის გასვლასთან ერთად არათუ ნელდება, არამედ სულ უფრო მატულობს.

მიმდინარე წელს 156 წელი შესრულდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან. ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ ამბავთა რაოდენობა. ისინი ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან (მწერლის ავტობიოგრაფიული თხზულებები, პუბლიცისტური და პირადი წერილები, თანამედროვეთა მოგონებები). ეს ამბები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის დიდი პოეტის საარსებო გარემოზე, მის პიროვნულ ხასიათზე, ზნეობრივ მრწამსსა და მსოფლმხედველობაზე.

 

დიდი შემოქმედის გარდა, მკითხველის წინაშე იხატება ადამიანი, რომელსაც შეეძლო უკანასკნელი ჩოხა ეჩუქებინა მეზობლისთვის, ხელით დაეწნა ყვავილების გვირგვინი ნეფე-პატარძლისათვის, ხანჯლით ყური ჩამოეთალა ოჯახის ღირსების შემლახველისათვის, ენადიმა უბრალო გლეხეთან და, ამასთანავე, ეკამათა გრიგოლ რობაქიძესთან თეორიული ფილოსოფიის პრობლემებზე.

 

შეადგინა ლევან ბებურიშვილმა

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
15
ნანახია
1381