shaqrobabua

გელა ჩარკვიანი - გაუგე


14.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი:116

გამოცემის წელი: 2022

გელა ჩარკვიანის „გაუგე“ პირველი წიგნია, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცემა. ის წლების განმავლობაში იწერებოდა და გელა ჩარკვიანის ბიოგრაფიასავით მრავალფეროვანი და საინტერესოა.

 

აქ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოსვლებთან ერთად, ყოველდღიურ ჩანაწერებსაც შევხვდებით, იუმორით, ირონიით, თვითირონიით გაზავებულ Gelasi-ს. „ნაგერალებისა“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ 80-ს გადაცილებული ავტორი კვლავაც ძიების, აღმოჩენის, ძველ განცდებთან მიბრუნების, სიზმრების გადმოწერის პროცესშია, ოღონდ ამ ყველაფერს სიკვდილის მუდმივი მოლოდინი (მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი) ახლავს.

 

„გაუგე“ ის კოდური სიტყვაა, რომელიც გელა ჩარკვიანის, როგორც მწერლის, პოზიციას ზუსტად მიემართება. გაგება, მიღება და გაზიარება – ადამიანთა გასხვავებულობების, ეპოქალური განწყობების, ინდივიდის პასუხისმგებლობისა სამშობლოს და სამყაროს წინაშე.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
984