shaqrobabua

რონალდ გრიგორ სუნი - ქართველი ერის ჩამოყალიბება


19.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 620

გამოცემის წელი: 2022

რონალდ გრიგორ სუნი (დ. 1940) მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიის
პროფესორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და
ისტორიის ემერიტუს პროფესორია. ის იკვლევს ნაციონალიზმის, პოლიტიკური
და სოციალური მოძრაობების ისტორიას და მრავალი წიგნი აქვს გამოქვეყნებული
კავკასიისა და საბჭოთა ისტორიის საკითხებზე.
„ქართველი ერის ჩამოყალიბება“ („The Making of the Georgian Nation”)
პირველად 1988 წელს გამოვიდა, მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე; მას 1994
წელს მეორე, გადამუშავებული გამოცემა მოჰყვა. „ქართველი ერის ჩამოყალიბება“
საქართველოს შესახებ ერთ-ერთ ძირითად ინგლისურენოვან ტექსტად ითვლება.
წიგნი გვიყვება საქართველოს ისტორიას დასაბამიდან 1994 წლამდე და
განიხილავს, თუ როგორ იქმნებოდა ქართველი ხალხის იდენტობა და
თვითაღქმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX და XX საუკუნეებს -
თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და იმ კულტურულ,
სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც განსაზღვრა
ქართველების როლი და მდგომარეობა.

წიგნი პირველად ითარგმნა ქართულად, 1994 წლის გამოცემის საფუძველზე.
გამომცემლობა „ზიარი“ (ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით). მთარგმნელი:
ქეთი ქანთარია, სარედაქციო ჯგუფი: ნიკა ხოფერია, ნიკოლოზ ალექსიძე, ნატო
ალხაზიშვილი

გამომცემლობა
გამომცემლობა ზიარი
ფასი
19.9
ნანახია
1042