shaqrobabua

ანუკი ბურდული - კუდიანები


9.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 152

გამოცემის წელი: 2022

"კუდიანები" ანუკი ბურდულის რომანია, რომელიც ერთი ოჯახის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს. ავტორი ქმნის რთულ და მედიტაციურ სამყაროს, სადაც ყველა პერსონაჟი ეგზისტენციალურ ზღვარზე იმყოფება. მოულოდნელობებით და პარადოქსებით დამუხტული ცხოვრებისეული მოვლენები კი ამ ზღვრულ წერტილებს მათ ბედისწერად აქცევს.

შიში, სიკვდილი, ვნება, სიყვარული -  ყველაფერმა შეიძლება ასაზრდოოს ადამიანური ყოფის მეორე - ბნელი მხარე. შეუცნობელი თავსატეხებით და იდუმალებით, შეშლილობის ბზარებით და ფსიქიკის სიშიშვლით. ავტორის რბილი და ზომიერად ემოციური თხრობა ამ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და ზემოქმედების ძალას ანიჭებს. მთლიანობაში კი, მკითხველიც მონაწილე ხდება რომანის მთავარი გმირის  - 33 წლის მარტოსული ქალის არჩევანისა - წიგნად აქციოს მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ოდესღაც სწორედ წიგნების  შთაბეჭდილებებით და მკითხველური ემოციით დაიწყო.

 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.9
ნანახია
1246