shaqrobabua

ბაჩანა ბრეგვაძე - დრო და მარადისობა


19.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 610

გამოცემის წელი: 2022

„დრო და მარადისობა“ ბაჩანა ბრეგვაძის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია. მათში ბევრი თემა იყრის თავს: მკითხველს საშუალება აქვს, თვალი შეავლოს ოსტატის მთარგმნელობით ლაბორატორიას, ნიუანსებს, რომლებიც თავად მთარგმნელს გამოაქვს სააშკარაოზე და რომლებიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი მასალაა მთარგმნელობითი მეთოდიკისა და თეორიისთვის.

 

ანტიკური ლიტერატურული ძეგლები, ევროპული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, ფილოსოფიური ტრაქტატები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „სამუშაო მასალისა“, რომელზეც აგებულია მთარგმნელის მსჯელობა, მისი ღრმა ანალიზი, მისი აქტიური დიალოგი მკითხველთან.

 

განსაკუთრებით საინტერესოა ამ კულტუროლოგიურ-ლიტერატურულ ჭრილში განხილული ქართული ლიტერატურა, მისი საკვანძო ნიმუშები; მკაფიოდ გამოკვეთილია მშობლიური კულ ტურის, ლიტერატურის მსოფლიო კონტექსტთან შეხვედრის, გადაკვეთის წერტილები, გავლებულია პარალელები და მკითხველს ეძლევა უწყვეტი რეფლექსიის საშუალება, თავად განსაჯოს პრობლემები, მიზეზები და შედეგები. 

 

კრებული „დრო და მარადისობა“ ფიქრისთვის, აზროვნებისთვის განაწყობს მკითხველს, ეს კი ყოვლად საშური და სარგო საქმეა ადამიანისთვის, მით უფრო საზოგადოებისთვის, რომელსაც უამრავ ეგზისტენციურ თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება უწევს. ამ ჭიდილში ინტელექტი, ფიქრი, შეუცვლელი იარაღია.

 

„დრო და მარადისობა“ ასეთი სანდო იარაღია მშვიდობისათვის.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
19.9
ნანახია
989