shaqrobabua

ეთერ თათარაიძე - მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი


18.9 12.3

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 246

გამოცემის წელი: 2022

„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ პირველად ორი ათეული წლის წინ დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მკითხველის მხრიდან
ეს დიდი ინტერესი, აღიარება და სიყვარული ბუნებრივიცაა – ამ წიგნში ხომ ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანი საუბრობს და რაც მთავარია, ამ ნაამბობის ჩამწერ-შემკრები ყველასთვის საყვარელი პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძეა.
სწორედ ეთერ თათარაიძის მხატვრული ოსტატობის, ღრმა მგრძნობელობის და გემოვნების დამსახურებაა, რომ ამ წიგნ-მონოლოგში სრულყოფილად, შეულამაზებელი და ამის გამოც, სრულიად დამატყვევებელი სინაღდითაა გამოკვეთილი თავად მთხრობლის – გულქან რაზიკაშვილის და მისი დიდი მამის – ვაჟა-ფშაველას პორტრეტები.
ფშაური კილო-კავის მაგიური ხიბლით დამუხტული ეს წიგნი თავისი ეპიკური შინაარსით რომანსაც უტოლდება, მკითხველს კი ვაჟა-ფშაველას პიროვნულ და შემოქმედებით სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს და მითოსური საბურველიდან მკაფიოდ გამოკვეთს მის ადამიანურ კონტურებს – შვილის თვალით დანახული მამა ყოველდღიურ ყოფაში, ჯაფაში, შემოქმედებით დუღილში, წუთისოფელში... უნიკალურ შინაარსთან ერთად, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ საინტერესო ეთნოგრაფიული ტექსტიცაა, სადაც ზუსტი აქცენტებით, „პირველწყაროს“ მიერ ნანახისა და ნაამბობის სარწმუნოობითაა აღბეჭდილი საუკუნისწინანდელი ფშავისა და ფშავლების ყოფა. „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ მუდმივად საკითხავი წიგნია. მისი ხელახლა გამოცემა მისივე
მარადიული შინაარსისთვის გაწეული სამსახურია.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
12.3
ძველი ფასი
18.9
ნანახია
809