shaqrobabua

გალაკტიონი 200 ამბავი


14.9

გაზიარება:

გალაკტიონი  მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა. 

 

გალაკტიონმა თავადვე დადგა საკუთარი ცხოვრების დრამა, ჩვენამდე მოღწეული ამბები კი ამ დრამის ერთგვარი ანარეკლებია. მკითხველის თვალწინ იხატება, ერთი მხრივ, გენიალური შემოქმედი, ხოლო მეორე მხრივ,  ყოფითი პროზის წინაშე მდგომი უმწეო, დაუცველი ადამიანი, რომლის თავდაცვის იარაღი ირონია იყო, ხოლო თავშესაფარი – პოეტური ოცნება.

 

გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.9
ნანახია
4075