shaqrobabua

ცხოვრება საბჭოეთში 70 ამბავი


13.9

გაზიარება:

სულ ახლახან საქართველო იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომლის სიყალბე სახელწოდებიდანვე იწყებოდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – ასე ერქვა მას სრულად. ოთხი სიტყვა და ოთხივე ტყუილი! თუმცა მაინც ვცხოვრობდით, ვხარობდით, ვწუხდით, ვლაღობდით, ვშიშობდით, ვხალისობდით და ასე... ის სიყალბე, ის სიცრუე, მოჩვენებითობა, ფორმალობა, ის მარწუხები იმდენად ჩვეული რამ იყო და იმდენად შორს გახლდით ცივილიზებული სამყაროსგან, რომ მაშინ ვერც წარმოგვედგინა ცხოვრება სხვაგვარად. რაც დრო გადის, მგონი უკეთ და უკეთ ვხვდებით, სადაც ვიყავით.

 

აქ 70 ავტორის პირადი თუ საოჯახო 70 ამბავია თავმოყრილი. ავტორთა ძირითად ნაწილს „გაუმართლა“ და ისეთ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, რომლის შესახებაც ჰყვები, ჰყვები და თავად აღარ გჯერა. ლამის აღარ გახსოვს რომ იქ მაინც ცხოვრობდი, ხარობდი, ლაღობდი, ხალისობდი და ასე...

 

შეადგინა ბუბა კუდავამ

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
13.9
ნანახია
1755