shaqrobabua

დროშები - 100 ამბავი


12.9

გაზიარება:

დროშა ქსოვილის ნაჭერია, რომელიც ყველა ქვეყანას თავისი გემოვნებით აქვს შეღებილ-მოხატული. თუმცა გემოვნებასა და დიზაინზე მნიშვნელოვანი შინაარსია – დროშა ხომ ისტორიას, ლეგენდებს, ტრადიციებსა და სახელმწიფოს რაობას გვაცნობს.

 

როგორ შეიძლება ორ-სამ ფერში გადაწყვეტილმა ჰორიზონტალურ-ვერტიკალურმა ხაზებმა ასეთი შინაარსი დაიტიოს? – იკითხავთ. პასუხს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ.

 

ამ წიგნში გაიგებთ რას ნიშნავს ვარსკვლავები და ზოლები აშშ-ის დროშაზე; რატომ ახატია კანადის დროშას ნეკერჩხლის ფოთოლი; რატომ ასოცირდება პერუს დროშა ფლამინგოსთან; დროშათა შორის რომელია ყველაზე ძველი...

 

მოკლედ, მსოფლიოს შემოსავლელად საჰაერო ბურთი აღარ გვჭირდება – საკმარისია, წიგნი საწყის გვერდებზე გადავშალოთ და ერთად შევიდეთ დროშების ფერადოვან სამყაროში.

 

ავტორ-შემდგენელი: ვაჟა სიმონიშვილი

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
12.9
ნანახია
1404