shaqrobabua

ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის


5.9

გაზიარება:

ბექა ახალაიას წიგნი მათთვისაა, ვისაც ნამდვილი პოეზია ენატრება. ან, სულაც, აინტერესებს – როგორია ის, ნამდვილი, თვითმყოფადი, ერთადერთი(ც) სამყარო. მდგომარეობა, სადაც ადამიანი თავის თავს ყველაზე ძნელი და მიუდგომელი შეკითხვებით განიცდის.

კომპოზიციური სრულყოფილებით აწყობილი ეს კრებული ერთი გაბმული, მთლიანი ლიტურგიკული (საკრალური) ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლექსები კი სიმღერებს გვანან, რომლებიც სამყაროს ყველა სტიქიის, კოსმოსის ცხადი თუ ხილული წესრიგის ზღვარზე ამჟღავნებენ ადამიანურ ბედისწერას.

ავტორს ამ კრებულისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა. ნომინაცია – „წლის საუკეთესო დებიუტი“.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
5.9
ნანახია
1366