ბესიკ ხარანაული - მთავარი გამთამაშებელი


11.8

„ვისთვისაა ეს წიგნი?“ – სხვა არაერთ კითხვასთან ერთად, ერთი ასეთი კითხვაც ისმის ბესიკ ხარანაულის ახალ კრებულში და საეგებიო პასუხიც იქვეა: „ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხისგულებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!“

 

მთავარი გამთამაშებელი ბესიკ ხარანაულის 50-წლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილიცაა და რაღაც ახალიც. განუყოფელი და სისხლხორცეული იმიტომ, რომ ამ წიგნშიც, წინამორბედების მსგავსად, ფიქრია მთავარი პერსონაჟი.

 

სიახლეს რაც შეეხება: თუნდაც ის ერთი ფრაზა იკმარებდა, უფრო სწორად, ბესიკ ხარანაულის ცნობილი სტრიქონის – „ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე“ – ახლებური ვერსია: „ერთი ნაოჭით მეტი ხომ ვარ შენზე, მკითხველო!“

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.8
ნანახია
11