shaqrobabua

ნინო ნეკერიშვილი - ნეკერქალაქი


14.9

გაზიარება:

„ლექსი – გრძნობათა უეცარი, უფაქიზესი აფეთქებაა. ეს აფეთქება აუცილებლად უნდა იგრძნო, იგრძნო და გადმოსცე, რადგან იგი ზოგჯერ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...

 

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი ცხოვრებაც ამ ლექსს თან ახლავს...“

 

ლექსი ადამიანის სულის უნაზესი ნაწილია და თუ ვინმემ ეს ნაწილი გაგანდო, ჩათვალე, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ... და მოუფრთხილდი იმ ადამიანს, რადგან მისი სულის დამსხვრევაც ისევე ადვილია, როგორც შუშის ბურთისა. პოეტი ხომ ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც ქარს გაყოლილი ყაყაჩოს ფოთოლი...

 

აქამდე თუ ამ ლექსებს სხვისგან ვიცავდი, ახლა მათი სხვებისთვის ჩუქება და მათი აზრის გაგებაც მომწყურდა. ნუ იქნებით ძალიან მკაცრნი და ნურც ტყუილად შეაქებთ, უბრალოდ მიიღეთ იგი მცირე საჩუქრად, რომლის მიზანია ხუთიოდე წუთით მაინც მოგწყვიტოთ რეალობას... ამ ბლოკნოტში წლების მიხედვითაა დალაგებული ჩემი ლექსები და მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს ჩემს ზრდას თუ დაცემას პოეზიაში...“

2003 წელი

ნინო ნეკერიშვილი

 

 

„ნინო ბედისწერით იყო პოეტი, ეს ჩანს მის პირველ ლექსებშიც, როცა მოკრძალებით აღებდა ლიტერატურის სეზამის მთის კარს და მკაცრი იყო თავისი თავისადმი, რადგანაც შესანიშნავად იცოდა ქართული ლიტერატურის საგანძურის ფასი. დახვეწილად შეარჩია მან ლექსები თავისი პირველი წიგნისთვის „ნაფეხურები“. მეორე წიგნში „ნეკერქალაქი“ ჩვენ არ დაგვიწყია ლექსების არჩევა, გვინდოდა მკითხველისთვის წარგვედგინა ის ისეთი, როგორც იყო მის სიცოცხლეში.

 

მისი სიცოცხლე კი იყო მცირე, თითქოს ერთი თვალის დახამხამება, ერთი ამოსუნთქვა, უეცარი თავზარის დაცემა გულის მოწყვეტისაგან. თავის ბოლო ლექსებში მან მიაღწია ახალ განზომილებას, მოიზომა სივრცე ნეკერქალაქის, ადგილი – სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, უკვდავი ადგილი, რომელსაც ეძებენ რჩეული ადამიანები.“

ნაილი ნეკერიშვილი

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.9
ნანახია
1202