ვახუშტი კოტეტიშვილი - ჩემი წუთისოფელი


19.9

გაზიარება:

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი: ხელი ახლე და კაცს შეეხები“

უოლტ უიტმანის ამ სიტყვებით იწყება ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა, და მთარგმნელის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი წუთისოფელი“. წიგნის წერა ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დასრულება არ დასცალდა. ამ გამოცემით პირველად იხილავს შუქს წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ „ქომაგში“ და აქამდე წიგნად არ გამოცემულა. ასევე, წიგნს თან ახლავს სხვადასხვა მუზეუმიდან მოძიებული უნიკალური ფოტომასალაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა აგებული, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენასაა მოკლებული. ეს არის ავტორის პირადი მითოსი, რომელშიც თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
19.9
ნანახია
125