shaqrobabua

ლემონი სნიკეტი - ტერარიუმი #2


9.9

გაზიარება:

ძვირფასო მკითხველო,
თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაი­კითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გა­ა­კე­თეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩ­ვე­ნოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ უსიამოვნოდ ატარებენ, მაგრამ არ მოტ­ყუვდეთ. თუ უკვე იცნობთ უიღბლო ბოდლერებს, გეცოდინებათ, რომ მათ შემთხვევაში კარგი ამბებიც კი უბედურებით სრულდება.
მართლაც, ამ წიგნში ბავშვებს მრავალი გასაჭირის გადატანა უწევთ: ისინი მოჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაში, შეხვდებიან მახრჩობელა გველს, დაკარ­გავენ საყვა­რელ, მხიარულ ბიძას… ყველაფერ ამასთან ერთად, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც, იმედი ჰქონ­დათ, აღარასდროს ნახავდნენ…
მე იძულებული ვარ, ამ ტრაგიკული ამბების შესახებ დავწერო, მაგრამ თქვენ თუ მათ წაკითხვას არ მოი­სურვებთ, შეგიძლიათ, ეს წიგნი თაროზე შემოდოთ და რაიმე უფრო მსუბუქი საკითხავი მოძებნოთ.
პატივისცემით,
​ლემონი სნიკეტი

გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
9.9
ნანახია
1370