სებასტიან ჟაპრიზო - სათვალიანი ქალი თოფით მანქანაში


15

სებასტიან ჟაპრიზო ფსევდონიმია.
ჟან-ბატისტ როსი 1931 წელს მარსელში დაიბადა. წერა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო და მისი წიგნი "ცუდი დასაწყისი" თითქმის ერთდროულად გამოიცა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. 22 წლის ასაკში პირველად თარგმნა ფრანგულად - არც მეტი და არც ნაკლები - სელინჯერის "Catcher in the rye". პარალელურად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში.
გარდატეხა 1962 წელს მოხდა, როდესაც გამოვიდა წიგნი "კუპეს მკვლელობები". როსი დარწმუნებული არ იყო წარმატებაში, ამიტომ წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, თავისი სახელის ანაგრამით - ჟაპრიზო. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. წიგნის მიხედვით კოსტა-გავრასმა ფილმიც გადაიღო.
განსაკუთრებით წარმატებული მაინც "სათვალიანი ქალი თოფით მანქანაში" იყო, რომელმაც არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო და არაერთხელ იქნა ეკრანიზებული.
ამ წიგნში მოსალოდნელი არაფერი ხდება. აქ ყველაფერი მოულოდნელია. აქ დამნაშავეს არ ეძებთ. აქ იმასაც კი ვერ ხვდებით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხდებოდეს. 
ეს არის დეტექტივის უმაღლესი ხარისხი, ხელოვნება. ეს არის ლიტერატურა, არეულ-დარეული, ტვინისამრევი, სიუჟეტურად, სტილისტურად, ენობრივადაც კი. 
ბოლოს ყველაფერი გაირკვევა, დამშვიდდება და დალაგდება.

გამომცემლობა
არეტე
ფასი
15
ნანახია
8