shaqrobabua

დავით ქაშიაშვილი - მორნიბიე კაჰ


9.95

გაზიარება:

37 წლის ვინმე მატარებლების მიტოვებულ და ძველ სადგურში იღვიძებს. მარტოა, ეშინია საკუთარი ხმისა. მხრებზე ბაბუას კუბოკრული პიჯაკი ახურავს. ფრაგმენტულად ახსოვს საიდან მოდის, ვინ უყვარდა ან ვის უყვარდა ამ წლების განმავლობაში. ახსოვს შვილების სახელები. უცნობი ხმები, მისტიკური არსებები თავში გამუდმებით ჩასძახიან, თუ ჩამღერიან, თუ ჩაჰყვირიან, რომ გადარჩეს.

 

დავით ქაშიაშვილის სადებიუტო წიგნის კითხვა ფაზლის აწყობას ჰგავს, მაგრამ ეს სახე-ხატები თამაშისთვის ზედმეტად მძაფრია: დამტვრეული პრინცესა დიანა... ან მამა, რომელიც „ისეთი პატარა იყო, რომ ჩვენი ბავშვობისდრინდელი ვიოლინოს ყუთში ჩავასვენეთ“.

 

ძნელია გარჩევა, ამ წიგნში სიუჟეტს უფრო მიჰყვები თუ სიტყვას, ავტორი თითქოს ჩნდება, უფრო ხშირად კი ცდილობს, პერსონაჟების დრამატული ამბის ანაბარა დავრჩეთ. ავტორი გვეპატიჟება: „მოდით, დავსხდეთ, უგემრიელესი ყავა მოვხარშოთ, მხრებზე მოვისხათ სიზმრებიდან გაქცეული ღმერთი, მოაჯირზე შემოვაწყოთ ფეხები და დაველოდოთ ცნობას, რომ...“ – დანარჩენი ტექსტში იხილეთ.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.95
ნანახია
1048