ანისი


39.9

გაზიარება:

?გიორგი კალანდია – „ანისი. მრავალეროვანი კავკასიის სიმბოლო“.

 

? სომეხ ბაგრატუნთა სამეფოს დედაქალაქი გამორჩეული იყო თავისი მრავალეთნიკურობით, რაც თავის მხრივ ქალაქის მულტიკულტურალიზმს  განაპირობებდა. ქალაქში ცხოვრობდნენ და თანამშრომლობდნენ სომხები, ქართველები, სელჩუკები. უკვე ნაქალაქარად ქცეულ, ერთ დროს ხალხმრავალ და უმდიდრეს ანისზე  დღემდე შემორჩა თითოეული მათგანის უნიკალური კვალი. სომხური ტაძრების მრავალრიცხოვანი ნანგრევები და ეპიგრაფიკა, ორი ქართული ეკლესია, ორი მინარეთი, რომელთან ერთი დღემდე ამაყად გადაჰყურებს მდინარე ახურიანის (არფაჩაი) ხეობას. 

 

? წინამდებარე ალბომს, საკუთრივ ნაქალაქარი ანისის გარდა, ერთვის ისტორიული სომხეთის სხვა რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არაერთი საინტერესო ფოტო.

 

✍️ ვფიქრობთ, საქართველოს ხელოვნების სასახლის  კულტურის ისტორიის მუზეუმის მდიდარი ფოტოკოლექციის ამ ნაწილის პუბლიკაცია დახმარებას გაუწევს არამხოლოდ მეცნიერებს, არამედ ნაქალაქარ ანისის სიძველეებით დაინტერესებულ პირებს. ალბომი მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსი იქნება შუა საუკუნეების საქალაქო ცხოვრებისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.

გამომცემლობა
ხელოვნების სასახლე
ფასი
39.9
ნანახია
295