დიმიტრი სილაქაძე - რუსეთ- საქართველოს ომი, 100 წელი/100 ამბავი


16.9

გაზიარება:

100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი 5 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ჯერაც არ გათავისუფლებულა .

 საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ.ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ  და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.

ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო- პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.

 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
16.9
ნანახია
278