ჟან შარდენი - დღიური შარდენის მოგზაურობისა
19.95
თარგმნა ალექსანდრე მანველიშვილმა
„დღიური შარდენის მოგზაურობისა სპარსეთსა და აღმოსავლეთ ინდოეთში შავი ზღვისა და კოლხეთის გზით“ ძალზე ინფორმაციული, საინტერესო წყაროა 1672-1673 წლების საქართველოს შესახებ.
რამდენიმე წინა გამოცემისაგან განსხვავებით, ეს სრული ვერსიაა (ქართველთა შესახებ უარყოფითი დახასიათებანი, როგორც წესი, შეკვეცილად იბეჭდებოდა). ეს თარგმანი ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და პუბლიცისტის – ალექსანდრე მანველიშვილის (1904-1996) ერთ-ერთი საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ნაშრომია.
წიგნს ერთვის:
- ზაზა ალექსიძის წინათქმა: „ჟან შარდენის მოგზაურობის დღიურის ალექსანდრე მანველიშვილისეული გამოცემისთვის“
- ალექსანდრე მანველიშვილის მოკლე ბიოგრაფიული ნარკვევი (შორენა მურუსიძე)
- ჟან შარდენის მოკლე ბიოგრაფია (ალ. მანველიშვილი)
- პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა საძიებლები.
- ფასი
- 19.95
- ნანახია
- 767