როსტომ ჩხეიძე - 150 ამბავი ალექსანდრე ორბელიანზე


17.9

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული.

 

150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
17.9
ნანახია
51