არჩილ ფირცხალავა - 100 ლექსი


4 2

არჩილ ფირცხალავა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტისმეტი მოკრძალებითა და თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ არაჩვეულებრივად მორიდებული ხდებოდა, როცა საქმე მისი ლექსების ბეჭდვაზე, მით უფრო, წიგნად გამოცემაზე მიდგებოდა. ეს მორიდება პოეზიისადმი მისი უზომო სიყვარულითა და იმ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგნებით იყო გამოწვეული, რასაც იგი განუწყვეტლივ გრძნობდა მშობლიური მწერლობის წინაშე. კრებულში შესულია ლექსები პოეტის სამივე წიგნიდან, აგრეთვე ლევან ბრეგაძისა და ჩიმაროზა აკობიას პირადი არქივებიდან. ამ ლექსთა შორის ისეთებიც არის, რომლებიც იმ ხანაში, როცა ისინი დაიწერა, ვერ გამოქვეყნდებოდა, ზოგი შინაარსის, ზოგიც ფორმის გამო. ახლა ეს, საბედნიეროდ, შესაძლებელია.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
2
ძველი ფასი
4
ნანახია
26