shaqrobabua

თამაზ ჩხენკელი - 100 ლექსი


5.4

გაზიარება:

„თამაზ ჩხენკელისთვის უცხო იყო შიშველი დეკლარაციულ-პატრიოტული ლირიკა, რომელიც გაბატონებული იყო იმ ხანად, როცა მისი პირველი ლექსები იწერებოდა, რასაც ვერც ერთი ქართველი პოეტი, მცირეოდენი გამონაკლისით, ვერ აცდა. მის პატრიოტულ ლირიკაში პოეზია პოეზიად რჩება, შეიძლება ითქვას, თავის თავს უბრუნდება.

 

ლექსებიდან ჩანს, რომ დრო, როგორც მოვლენა და, დროის აღქმა, როგორც ცნობიერების პროცესი, მისი პოეზიის ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სხვადასხვაგვარი გამოვლინებები ბუნებაში, საგნებში, ადამიანებში და, რაც მთავარია, მასში, თავისთავად მის დინებაში.

 

თუ ვინმეს პოეტთაგან ოდესმე თავისი თავი უკვლევია, განუსჯია, სიტყვაში გამოუთქვამს, მათ შორის თამაზ ჩხენკელიც იყო“. (ზურაბ კიკნაძის წინასიტყვაობიდან)

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
5.4
ნანახია
1055