დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
ზურაბ კუხიანიძის, როგორც პოეტისა და მოქალაქის დასახასიათებლად გამოდგება ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურისმცოდნის გურამ ასათიანის სიტყვები: „წრფელი და სუფთა გული მისი გამორჩეული პოეტური პიროვნების, წერის მანერის ორგანული თვისებაა. იგი ჩვენი დროის იმ იშვიათი პროფესიონალთაგანია, რომლებიც არა მარტო ლიტერატურულ საქმიანობას ეწევიან, წერენ და ბეჭდავენ ლექსებს, გამოსცემენ წიგნებს და ა. შ; არამედ, მუდამ პოეზიით ცოცხლობენ, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, და ფიზიკურად სხვანაირი ცხოვრება მათთვის მიუღებელია“.