დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
„ზურაბ კაკაბაძე, როგორც კრიზისის ეპოქის მოაზროვნეთა უმრავლესობა, კრიტიკულად იყო განწყობილი თანამედროვეობის მიმართ. ოღონდ მისი კრიტიკა თავისებურია – სევდიანი. სევდა საშუალებას არ მისცემდა ტენდენციური ყოფილიყო. ერთ-ერთ ბოლო ლექსში მან ასეთი აზრი გაატარა: „წარსული იყო მაინც ლამაზი“. დიახ, მაინც! მიუხედავად თავისუფალი აზრის გამოხატვის შეუძლებლობისა.
განათლებული მკითხველი კაკაბაძის პოეზიასაც იცნობს. თუ მისი ფილოსოფიური განსჯანი ოდესმე აქტუალობას დაკარგავენ, მისი პოეზია არასოდეს დაიშრიტება“. (რეზო კვესელავას წინასიტყვაობიდან)