ჯონ უილიამსი - სტოუნერი
24.95
რბილი გარეკანი
გვერდი: 294
გამოცემის წელი: 2024
ინგლისურიდან თარგმნა ნინო თევზაძემ
ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან გაარღვია სივრცე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლიტერატურის მოყვარულთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ეს არის წიგნი სიყვარულზე, ოცნებებზე, იმედგაცრუებაზე, რწმენაზე, პრინციპების ერთგულებაზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობაზე, მთავარი გმირის ბედს, მის გზას, ცოლთან, შვილთან, მეგობრებსა თუ მეტოქეებთან ურთიერთობას კი ლიტერატურის უდიდესი სიყვარული განსაზღვრავს.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 24.95
- ნანახია
- 257