shaqrobabua

უილიამ ტრევორი - ნაწვიმარზე


15.9

გაზიარება:

პირველად ქართულ ენაზე, ირლანდიელი მწერლის, უილიამ ტრევორის მოთხრობების კრებული „ნაწვიმარზე“.

წიგნი 12 მოთხრობისგან შედგება. მათი გმირები ირლანდიის პროვინციული ქალაქებისა და ფერმების მკვიდრი უბრალო, უმნიშვნელო ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაც სავსეა წარუმატებლობით, შიშით, მწარე იმედგაცრუებით, სინანულითა და, რაც ყველაზე თვალში საცემია, უკიდეგანო მარტოობით. ყოველდღიური მძიმე საზრუნავი, ხშირად კი უბადრუკი აზრები და ცრურწმენები ამ ადამიანებს აიძულებს, შეეგუონ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და არც ეძებონ გამოსავალი, ზოგჯერ კი, თითქმის გაუცნობიერებლად, ბოროტებაც ჩაიდინონ...

წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და  გია ჭუმბურიძემ.

გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
15.9
ნანახია
2112