shaqrobabua

დანიელ პენაკი - სკოლის სევდა


14.9

გაზიარება:

მწერალი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვიზიარებს თავის მოგონებებს წარუმატებელი მოსწავლის და შემდეგ  წარმატებული მასწავლებლის ამპლუაში.

 „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. და ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც, ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის.

წიგნი ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ.

გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
14.9
ნანახია
1785