shaqrobabua

ეკა ქევანიშვილი - ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება


7.9 3.5

გაზიარება:

ეკა ქევანიშვილის ახალი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ აფეთქებისწინა გამაყრუებელი სიჩუმის ენერგიითაა დამუხტული; ამ ენერგეტიკულ ველშია თავმოყრილი ყველა ნერვული რეცეპტორი – პიროვნული თუ საზოგადო ყოფის გრაფიკული ანამნეზი. სასტიკი და რთული სოციალური სამყარო პოეტის მთავარი „გამღიზიანებელია“, მისკენ მიმართული პროტესტი კი პოეტურ მანიფესტაციად გვევლინება. კრებულში ხშირად შეხვდებით უარყოფითი ნაწილაკით ნაწარმოებ სიტყვათშეთანხმებებს – არცვლილება, არსიყვარული... პრეფიქსი „არ“ ცხოვრების/ეპოქის ტონალობას გამოხატავს, მის გამოუვალობას, ხანდახან უიმედობასაც. ეკა ქევანიშვილის პოეტური რეფლექსია ამ გამოუვალობის დაძლევასაც გულისხმობს. აფეთქებისწინა სიჩუმეში მთავარი ადამიანური არჩევანი იბადება.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
3.5
ძველი ფასი
7.9
ნანახია
2226