shaqrobabua

ზვიად კვარაცხელია - ფორმა N100


14.9

გაზიარება:

ზვიად კვარაცხელიას რომანი ფორმა N100, შეიძლება ითქვას, ერთი ცოდვის ისტორიაა. საერთო ცოდვა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს (მათ შორის მთხრობელსაც), აუცხოებს და ამავე დროს აკავშირებს კიდეც ერთმანეთთან, რომანის მთავარი სიუჟეტური ქარგაცაა და ავტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტიც.

 

ყმაწვილობაში ჩადენილი ცოდვა – მიზეზი და შედეგი ამ ცოდვისა, აი, ამაზე მოგვითხრობს მწერალი. მოგვითხრობს ტკივილით, საინტერესოდ, რიგ შემთხვევაში დეტექტიური ჟანრის სიმძაფრითაც.

 

ზვიად კვარაცხელიას ფორმა N100 ლიტერატურული პრემია საბას 2013 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
1215