shaqrobabua

რატი მუჯირი - მ@ეილები ავღანეთზე


11.9
    {1cnew}

გაზიარება:

„მ@ილები ავღანეთზე“ რატი მუჯირის მეორე წიგნია და ის ჟურნალისტის პირველი ტექსტის „ჩემი სირიელი თარჯიმანის“  ერთგვარი გაგრძელებაა. რეალური ფაქტები და შიშველი ნატურალიზმი – ავღანეთის თემაზე შექმნილი უამრავი მხატვრული ტექსტის თუ ეკრანიზაციის შემდეგ რატი მუჯირი მისთვის დამახასიათებელი იუმორითა და თვითირონიით ყვება რეალურ ფაქტებს ომის სისასტიკეზე, ადამიანების ტრაგედიებზე, ზოოფი­ლიასა და პედოფილიაზე.

როგორ ცხოვრობენ ომში ავღანელები, როგორია ქართული სამშვიდობო მისიის როლი საერთაშორისო ოპერაციაში, რას აკეთებდნენ კოალიციური ძალები ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. ამბები, რასაც ავტორი აღწერს, ძირითადად 2010-2013 წლებში მოხდა, თუმცა თვითონ ტექსტი 2019-2020 წლებშია დაწერილი. წიგნში რეალობა და წარმოსახვა ბუნებრივად ცვლის ერთმანეთს და საბოლოოდ ერთ მთლიან ემოციურ და ნამდვილ ამბად ყალიბდება.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.9
ნანახია
1505